შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.შევარჩიეთ შეფასების ფორმები.კერძოდ, ავიღეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი,მოვარგეთ ჩვენს პროექტს და მის საფუძველზე და-ვიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავებაზე, ეს კითხვები გავუზიარეთ ერთმანეთს,დავწერეთ კომენტარები.დაწერილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები გადავიტანეთ სასწავლო პროექტის შაბლონში. ვისწავლეთ დ დისკიდან საქაღალდის დრაივში გადატანა.
Comments
Post a Comment