დღეს ბლოგის დიზაინის შეცვლა,ვისწავლეთ ბმულების მიბმა, მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. გავითვალისწინეთ ტრენერის მითითებები და სასწავლო პროექტები უფრო მეტად დავხვეწეთ.
დავწერეთ სასწავლო პროცედურები,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.მოვიფიქრეთ სხვადასხვა აქტივობები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის.გავიმეორეთ ბლოგებისა და ფოლდერების გაზიარება და გადავუგზავნეთ ტრენერს.
გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,რომლებიც ავტვირთეთ დრაივზე.შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.განვიხილეთ პრეზენტაცია.ვისაუბრეთ აქტივობების დაგეგმარებაზე,მივიღეთ დავალება: "სახლში მოვიფიქროთ ჩვენი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები"
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.შევარჩიეთ შეფასების ფორმები.კერძოდ, ავიღეთ პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი,მოვარგეთ ჩვენს პროექტს და მის საფუძველზე და-ვიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.